|
2019-06-07 10:09:48, 713 ნახვა
პოლიტიკა
კახაძე შავგულიძეს - რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე
რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე, დადექით იმ გზაზე, რომელიც ეკლესიასთან მიგიყვანთ, – ასე მიმართა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს. „აი, თქვენს თვალსაწიერზე ჩაიარა ამ ერთმა საათმა. ნახეთ, ვინ როგორ ლაპარაკობს, დაწერილი და დაშტამპული ტექსტებით, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს თავის პოტენციალი, უნდა იმახსოვრებდეს ყველაფერს და ბევრი რამ არ ახსოვს. მან თქვა, რომ ლადო კახაძე არ ამბობს, რომ გაძვირდა დოლარიო. ლადო კახაძემ უარესი გითხრათ, რომ გაძვირდება და კიდევ შეიძლება გაძვირდეს, პანიკა და აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სჭირდება თქვენსას, აღარ განმეორდება. ხალხი არ აგყვებათ, ხომ ხედავთ, არ წამოგყვათ ასეთ თემებზე, ისევე როგორც სამართალს საქართველოში იპოვით, სარალიძემ როცა თქვა, რომ სიმართლისაკენ დაიწყო სვლა, გამოხტა თქვენი ერთ-ერთი ჟურნალისტი, თუ არ ვიცი, ვინ არის და თქვა, გეტყვით ვინ არის სარალიძეო, გაგიშიფრავთ მის ცხოვრებასო. მოსმენები, დასმენები, ვისი მოგონილია?! ჩვენ სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ, თორემ ციხეებში სიკვდილით დასჯა ჰქონდა ზუსტად იმ სისტემას, სადაც სამართლის აღდგენას ჰპირდები ხალხს, ჩემო შალვა. ნუ იტყუები, არ შეიძლება, სავლე პავლედ იქცეს. ეს ერთხელ იყო და მეტი არ მოხდება. ტუბერკულიოზი თავის სახეს არ გამოიცვლის და მინდა, ჩემს მოსახლეობას ვუთხრა, ჩემს ძმებს, ოჯახის წევრებს, დებს, შვილებს, შვილიშვილებს, დიახ, მოდით 9-ში. გეხვეწებით, მოდით, რადგან ეს ჩვენი ურთიერთობების აღსადგენად და განსამტკიცებლად არის საჭირო. იმიტომ რომ თქვენში არსებული ღირსება გამოვიყენოთ იმ ძალის ბოლომდე დასამარცხებლად, რომელიც ცუდს გვიქადის. გენიალური თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ ხომ გახსოვთ ასეთი ფრაგმენტი, როდესაც თევზს ჭამს და აბელი მიდის ვარლამთან და აღსარებას ეუბნება: ბიჭო, კარგად შემომხედე, ვისთან მოხვედი, ვერ ხედავ? ეშმაკთან აღსარების სათქმელად მოხვედიო?! რამ მიგიყვანა იქ აღსარების სათქმელად, ჩემო ძვირფასო. ვარლამის გზა არ მიგიყვანთ ეკლესიამდე და არ დადგეთ ამ გზაზე, დადექით იმ გზაზე, რომელიც ეკლესიასთან მიგიყვანთ“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)