|
2019-06-04 22:54:03, 1719 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მიხეილ კალანდიას დაკავებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობდა
"როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ფორმატში, ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაველოდოთ სრულად ამ საქმის გამოძიებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს საქმე მხოლოდ პირველი ინსტანციის დონეზე იყო განხილული, შესაბამისად, არ იყო მიყვანილი ბოლომდე. მეორე ინსტანციის დონეზე უკვე არის ცვლილებები და ეს ცვლილებები განაპირობა დამატებითმა მონაცემებმა, რომელიც მიიღო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ხედავთ, რომ მეორე ინსტანციის ეტაპზე ეს მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეცვლილიყო, გამართლდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ საკუთარი სტანდარტი და როდესაც ამ სტანდარტის მიხედვით ნახეს, რომ კონკრეტული პირის დაკავება შესაძლებელი იყო, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. „ყველა ორგანო თავის სტანდარტით მოქმედებს. როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში, იქ ზუსტად ამას განვიხილავდით, რამდენად არსებობდა შესაბამისი სტანდარტი და მეორე იურიდიული ნიუანსი მდგომარეობდა იმაში, არის თუ არა პარლამენტი უფლებამოსილი, რომ მოითხოვოს ვინმეს დაკავება. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ექსკლუზიური პრეროგატივა. ამასთან დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ანუ, ორი საკითხი იყო, ერთი პარლამენტის უფლებამოსილება და მეორე, სტანდარტის შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ თუ არა დაკავების შესაძლებლობა. ეს დადგინდა დღეს, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ ყველაფერს კონკრეტული საფუძველი და დეტალური განხილვა სჭირდება და ეს გადაწყვეტილება სწორედ ასეთი განხილვის საფუძველზე იქნა მიღებული. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დადგომის თაობაზე. მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უმრავლესობით მიიღო შესაბამისი დადგენილება და რეკომენდაცია მისცა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება კონკრეტული გადაცდომა, ასევე, სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. „თუ გამოვლინდება კონკრეტული გადაცდომა, მათ შორის, სამსახურებრივი გულგრილობა თუ რაიმე სხვა, ასევე, სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს პოლიტიკური ნების მიხედვით. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და როდესაც გადადიოდა ხოლმე ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, ზუსტად აქ იყო ჩვენი მინიშნება და რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ნაცვლად პოლიტიკური დისკუსიისა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა გვეცლია ამ საკითხის განხილვა. ეს იყო ჩვენი მინიშნება. ასე უნდა კეთდებოდეს ეს, ბუნებრივია, სამართლებრივ სახელმწიფოში და როგორც ხედავთ, გადაინაცვლა ამ საქმემ ერთი ინსტანციიდან მეორე ინსტანციაში და იქ დადგა სხვა რეალობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს დაერთო დამატებითი მტკიცებულებები და დამატებითი გარემოებები. საკითხი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)