|
2019-06-04 02:53:12, 878 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ
მე გპირდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ ისე, რომ მან შეინარჩუნოს პირვანდელი იერსახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ის, რის გამოც თბილისი ყველას უყვარს. "ყველაზე ემოციური გახლავთ ის, რომ ამდენ ბედნიერ და მომღიმარ ადამიანს ვხედავ. ეს არის ის, რაც საქართველოში დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. სიყვარული და ერთმანეთის გვერდში დგომა, ვინაიდან თუ არის ერთსულოვნება, არის წარმატებაც და დღევანდელი დღე ამის მაგალითია. მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც დავაანონსეთ ორბელიანის რეაბილიტაცია და ვთქვით, რომ ასე მოკლე ვადებში მერია, კახა და მისი გუნდი შეძლებდა ამ პროექტის დასრულებას, არსებობდნენ სკეპტიკოსები. ისინი ყოველთვის არსებობენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როდესაც არის ერთსულოვნება, როდესაც არის მოტივაცია, ჩვენ შეგვიძლია ასეთ მოკლე დროში ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა, კახა კალაძესა და მის გუნდს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პროექტები, რომელსაც წელს თბილისის მერია ახორციელებს, ასეთივე წარმატებით დასრულდება. ორბელიანის ქუჩის გახსნის ღონისძიებაზე მოქალაქეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა მიმართა. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)