20:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 11:14:32, 976 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ არაჯეროვან შესრულებაზე დადგენილების მიღებას ითხოვს და გენპროკურორს იბარებს

"ევროპული საქართველო" "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში იბარებს. 

გარდა ამისა, პარტია ამავე სიის არაჯეროვან შესრულებაზე დადგენილების მიღებას ითხოვს. საკითხის დაყენებას "ევროპული საქართველო" დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აპირებს. 

„გენერალურ პროკურორს მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ არ არის საქმე დაწყებული არცერთი იმ მიმართულებით, რომელიც გამოიწვევს ბრალის წაყენებას ერთის მხრივ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო ძალებში ვინც მსახურობენ და მეორეს მხრივ იმ ადამიანებისთვის ვინც ვიცით, რომ ფიგურირებდა ოთხოზორიას მკვლელობაში ან ვინც ვიცით, რომ ფიგურირებდა გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაში", - აღნიშნა პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ. 

"ევროპული საქართვველოს" პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობაშიც" იზიარებენ. ფრაქციის თავმჯდომარე რომა გოცირიძე აცხადებს, რომ  "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია უნდა გაფართოვდეს.

„ეს სია უნდა იყოს ისეთი ფორმის როგორიც არის მაგნიტსკის სია ,უნდა გაფართოვდეს და ის ადამიანები უნდა მოხვდნენ რომელთა წინააღმდეგაც არ არის სისხლის სამართლის საქმე, თუმცა იკვეთება პოლიტიკური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობა", - განაცხადა გოცირიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics