19:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:26:25, 872 ნახვა

პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნანა კოსტავაზე: არ ვაპირებ, მასთან ერთად მუშაობას

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარი ნიკა ლატარია  "ქართული ოცნების" დეპუტატ ნანა კოსტავას არაჰუმანურ პოსტს ემიჯნება. 

ლატარიას თქმით,  დატოვებს თუ არა საკრებულოს ნანა კოსტავა, ეს თავად დეპუტატის გადასაწყვეტია. 

"პოლიტიკური გუნდის და საკრებულოს გადაწყვეტილება იყო ნანა კოსტავას დაეტოვებინა თანამდებობა და მან დატოვა თანამდებობა. მე არ დავმალავ, ვურჩიეთ მას დაეტოვებინა საკრებულო. ჩვენ, რაც გვქონდა ბერკეტი მან გაითვალისწინა, სხვა ბერკეტი არ გვაქვს. იმპიჩმენტი სულ სხვა თემაა. მოდი, დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. მე ვემიჯნები და მასთან ერთად არ ვაპირებ საკრებულოში მუშაობას. უღირს თუ არა საკრებულოში მუშაობა მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა ნიკა ლატარიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ნანა კოსტავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბლოგერს სალომე ბარკერს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს, 16 წლის და დაეღუპა. დეპუტატმა ბარკერის ვიდეო გააზიარა და დააწერა "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით, როდესაც საზოგადოებაში აღნიშნულმა პოსტმა უკმაყოფილება გამოიწვია, ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და მოიბოდიში. მისი განმარტებით, მან არ იცოდა მოზარდის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან ბოდიშის შემცველი პოსტიც წაშალა. მოქალაქეთა ნაწილმა, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვდნენ. დღეს, ქუთაისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ნანა კოსტავა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოსტავა საკრებულოს წევრის თანამდებობას ისევ იკავებს. ამასთან, სიძულვის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსი გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს. 

ცნობისთვის, ეს არ არის დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პირი არაეთიკური განცხადება. მსგავსი არაჰუმანური პოსტი მან "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროსაც გამოაქვეყნა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics