19:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:15:38, 842 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ოპონენტებს 15 წლის წინ, საპენსიო რეფორმის დასაწყებად გამბედაობა რომ ჰქონოდათ, დღეს პენსია 2-ჯერ მეტი იქნებოდა

„მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული, საპენსიო ფონდების გარეშე, ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური ზომიერება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ყველა წარმატებულმა ქვეყანამ გაიარა.

ბახტაძის განმარტებით, მთავრობა საპენსიო რეფორმით ახალ ველოსიპედს არ იგონებს, მ რეფორმის დასაწყებად ოპონენტებს გამბედაობა რომ ჰქონოდათ, დღევანდელი პენსიის ოდენობა ორჯერ მეტი იქნებოდა.

„პირველი სამი შეკითხვა შეეხებოდა საპენსიო რეფორმას და აქ პასუხი არის ძალიან ნათელი, ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული, საპენსიო ფონდების გარეშე, ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური ზომიერება. ასე რომ აქსიომებზე დავას მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს, ამაზე ტყუილად დავკარგავთ თქვენს დროს და საზოგადოების დროს და მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია დ არის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველვყოთ ღირსეული პენსია მომავალში. უფრო მეტიც, 15 წლის წინ, ამ კითხვების ავტორებს რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა ან გამბედაობა, დღეს პენსია იქნებოდა 2-ჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც გვაქვს დღეს და ვერ იქნებოდა ის პოპულისტური განცხადებები, რომელიც წინასაარჩევნოდ მოვისმინეთ, რომ ვიღაცები 2-ჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, ჩვენი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მე მინდა ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული. რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, საზოგადოებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და ანალიზი. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, ინფლაციის გათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, როდესაც გავა ის საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტით მიიღებს 2300 ლარს და დიახ, ეს არის ღირსეული პენსია და ასე გვესმის ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ნებაყოფლობითი სისტემის მოწინააღმდეგე, თუმცა ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა და უფრო მეტიც, ის კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და პარლამენტმა მხარი დაუჭირა ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც, ე.წ. მესამე სვეტს. ახალ რაც შეეხება, სად მიდის ეს თანხები და როგორ განიკარგება ის. რაც არ უნდა ემოციურად დასვათ შეკითხვა, ფაქტი არის შემდეგი,  რომ შეირჩა საინვესტიციო საბჭო და შეირჩა მათ შორის თქვენი მონაწილეობით და მინდა გითხრათ, რომ ობიექტური კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ. მე ყოველთვის ვინარჩუნებ ობიექტურობას და ამას ვამბობ, დიახ ოპოზიცია იყო წარმოდგენილი და მან იხელმძღვანელა ობიქტური კრიტერიუმებით. საინვესტიციო საბჭოში წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ მაგალითად, ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი, იყო საფრანგეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი. თქვენ თვითონ შეაფასეთ, რა ქასთია წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ არსებობს, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ეს არის, რომელიც გაიარა ყველა ქვეყანამ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics