|
2019-03-13 13:41:45, 1614 ნახვა
სამართალი
„დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ცემით მოკლეს“ - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ახალი დეტალები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში გარდაცვლილის ახლობელი მიიჩნევს, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა ცემით მოკლეს. როგორც გარდაცვლილის ახლობელი "რუსთავი 2"-თან საუბარში იხსენებს, კვარაცხელია სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან, გასულ კვირას დააკავეს, რა დროსაც რუს ოკუპანტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მისივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ირაკლი კვარაცხელია რუსების ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მას, სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მანქანა მოვიდა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. შელაპარაკება მოუვიდათ, ცოტა ნასვამი იყო საწყალი ბიჭი, იყო ბაზაზე. იქ ცუდად გახდა ექთნები მიუყვანეს, დახმარება გაუწიეს, მაგრამ ექთნები ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი, შეიძლება კი არა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სცემეს. ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსები ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან, მაგრამ ამის თაობაზე არავის მიუწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია და არ არის ცნობილი", - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა. ადგილობრივების თქმით, 29 წლის მამაკაცს დაზიანებები თავისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. „გავიგე მოუკლავთ საწყალი ბიჭი. ექიმები რომ მოუყვანიათ, მკვდარი ყოფილა. ნაცემი იყო ზურგის მხარეს, ტვინის მხარეს. რუსების ბაზაზე მოხდა ეს. ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა და დაუკავებიათ. უცემიათ და ალბათ შემოაკვდათ. ექიმები რომ მისულან, უთქვამთ, რომ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო“, - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)