01:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 11:28:39, 1554 ნახვა

სამართალი
შსს - „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, გატაცებული ავტომობილი დაწვეს

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული, გატაცებული ავტომობილი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გატაცებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

„ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, დანაშაულში მონაწილე მესამე პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 8 მარტს, გლდანში მდებარე „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები ბანკში შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics