|
2019-03-06 21:51:45, 1836 ნახვა
სამართალი
მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და წარმომადგენლებს შეხვდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს და შემუშავებული კანონპროექტი განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი პასუხობს ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას, საჯაროობას, ღიაობასა და საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას. „წარმოდგენილი კანონპროექტით ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესს, რომელიც იქნება რამდენიმე ეტაპიანი, ხანგრძლივი და გამჭვირვალე. ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მოსამართლე და არა მოსამართლე წევრები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდნენ, ძირითადი მოთხოვნა იყო, ყოფილიყო უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი კონტროლი, ტრანსპარენტულობა და ხანგრძლივობა. ამ რამდენიმე ეტაპიანი პროცესით, რომელიც ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდგომ, პარლამენტში წარიმართება, სწორედ ეს იქნება უზრუნველყოფილი, რის შედეგადაც საზოგადოებას ექნება ძალიან კარგი კონტროლის მექანიზმი, როგორ წარიმართება გასაუბრებების, წარდგენის, შემდგომ საქართველოს პარლამენტში გასაუბრების პროცედურა",- განმარტა ანრი ოხანაშვილმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა. „გვექნება საკომიტეტო მოსმენები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიციები წარმოაჩინოს და იქ დადასტურდება, რომ ეს კანონპროექტი პასუხობს როგორც ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს, ასევე, უზრუნველყოფს ტრანსპარენტულობას, საჯაროობას, ღიაობას, პროცესის ხანგრძლივად წარმართვის შესაძლებლობას და რაც მთავარია, შედეგად - საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას და ამ პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობას",- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტი უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)