2019-03-02 14:55:21, 1666 ნახვა
რეგიონი
სერგეი შამბა: იმედი მაქვს, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ "ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს", - ამის შესახებ ინფორმაციას Tass ავრცელებს.
"აფხაზეთს ყოველთვის ტრადიციულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მერალურსთან. ზაფხულობით ჩვენთან ბევრი ბელარუსი ტურისტი ჩამოდის. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან მოხდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. დაველოდებით ამ მომენტს" , - განაცხადა შამბამ და დასძნა, რომ მას ბელარუსის პრეზიდენტის ესმის.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე უარი, ბელარუსის შესაძლო იზოლაციის გამო თქვა.
ავტორი: ,