2019-03-02 13:30:43, 1456 ნახვა
საზოგადოება
აბაშაში ავარიის შედეგად 10-მე ადამიანი დაშავდა
აბაშაში მიკროავტობუსის და ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 10-მე ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
უწყების ცნობით, მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ,