|
2019-03-01 18:49:14, 840 ნახვა
რეგიონი
გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესი“ აღარ აშენდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუდამაყრის ხეობაში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის „არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესის” მშენებლობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გასცა. ამის შესახებ მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „პროექტი სამინისტრომ ზედმიწევნით დეტალურად განიხილა. ჩვენ ენერგეტიკის პოტენციალის გამოყენებას დიდ პრიორიტეტად მივიჩნევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე. ჩვენ ვერ დავინახეთ სათანადო დასაბუთება წარმოდგენილ პროექტებში. ამიტომ ეს ჰესები ასეთი პროექტებით ვერ განხორციელდება. ის წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან, რაც უკავშირდება არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნას ამ ტერიტორიაზე. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიას უარი ეთქვა ჰესების მშენებლობაზე. „არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესი“ საფრთხეს უქმნიდა იმ ლანდშაფტის ბუნებრივ მემკვიდრეობის შენარჩუნებას რაც ამ ხეობაშია, ვსაუბრობ ფლორის უნიკალურობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე და ა.შ.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ჰესის განთავსება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრებში გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შეფასების გარეშე დაიგეგმა. ასევე არ შეფასდა გეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ზეგავლენის ასპექტები. აღსანიშნავია, რომ არაგვის გეგმარებითი დაცული ლანდშაფტი იქმნება გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვის, აღდგენის და გონივრული გამოყენების მიზნით. ფშავ-ხევსურეთში წარმოდგენილი ფლორის 20-ზე მეტი სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. ფშავ-ხევსურეთის ფლორა შეიცავს საქართველოს 11 და კავკასიის 230-ზე მეტ ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 22.5% საქართველოს ან კავკასიის ენდემია. გარდა ამისა, მინიმუმ 8 მათგანი მეტად იშვიათი სახეობების კატეგორიას განეკუთვნება.
(NS)
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)