2019-03-01 16:36:03, 1410 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკის ტერიტორიაზე ხანძარს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვაკის პარკის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში გაჩენილ ხანძარს 1918 წელს დაბადებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ემსხვერპლა.
ხანძრის დროს დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ცეცხლის მოკიდებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ,