09:33 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 14:16:57, 1549 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ანტონი - საპატრიარქო მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება მოითხოვოს

საპატრიარქო მზად არის დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა გლდანის ციხეში დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქო განიხილავს დეკანოზის საქმეს და საბოლოოდ ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

„მივიჩნევ, რომ ვალდებულები ვართ საკითხი განვიხილოთ შიგნით, ჩვენ ამისი რესურსიც გვაქვს, შესაძლებლობაც და ძალაც. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და საუბარი. ეს არის შიდა საკითხები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ.

საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად ნაბიჯი გადადგას დეკანოზ მამალაძის შეწყალების მოთხოვნაზე. ამ თემას არ სჭირდება სპეკულაციები და გაზვიადება. დეკანოზი თავადაც ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზეა. მალე იხილავთ, რომ ის მალე იქნება შეწყალებული, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. მე ვთვლი რომ დეკანოზი უდანაშაულოა“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics