08:47 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 13:14:56, 1439 ნახვა

საზოგადოება
„საზმაუმ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება - მედია გარემო პოლარიზებული იყო“ - ეუთო-ს ანგარიში

საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშში ნათქვამია, საარჩევნო პერიოდში მედია საქართველოში მკვეთრად პოლარიზებული იყო. ავტორები ამბობებნ, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება ობიექტური და ხარისხიანი ინფორმაცია მიეღო. 

ამასთან, აღნიშნულია, რომ მოქალაქეები ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ძირითადად ტელევიზიებიდან იღებდნენ, ხოლო მეორე ადგილს ბეჭდური, ონლაინ-მედია იყო. 

"ორი კერძო ტელეკომპანია - "რუსთავი 2" და "იმედი", ორი პარტიის ინტერესს იცავდა. ოპოზიციური "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის", ხოლო "იმედი" მმართველი გუნდის ინტერესების გამტარი იყო. ერთგვარ კონტრასტს წარმოადგენდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე ტელევიზიაა ქვეყანაში. 2018 წელს არხის ბიუჯეტი 52 მილიონ ლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა.  მაუწყებელმა თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება. საზოგადოებრივი მაუწყებლები და აჭარის ტელევიზია ყველა კანდიდატს სთავაზობდნენ თანაბარ დროს. ორივე მაუწყებელი ხშირ დებატებს მართავდა, რაც კანდიდატებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას აძლევდა. 

აღსანიშნავია, რომ დადებითად შეფასდა "ტვ პირველის" მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში. ავტორები მიიჩნევენ, რომ ტელეკომაპნია მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას სთავაზობდა და მეტად იყო კონცენტრირებულები ფაქტებზე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics