08:47 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 13:34:27, 1312 ნახვა

საზოგადოება
ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მე-19 საუკუნის მრავალბინიანი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, ძმები ზუბალაშვილების ქ. №29/7-ში, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

პროექტს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

მრავალბინიანი ავარიული სახლი რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და შენობის კონსტრუქციული ელემენტების გამაგრებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

მიმდინარე წელს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, სახლის საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 136 ათასი ლარია გამოყოფილი. მეორე ეტაპისთვის კი ჭვირული აივნისა და ფასადის კარის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

შენობა, რომელიც დაახლოებით, 150 წელს ითვლის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი, მსახიობები - გიორგი შავგულიძე და გრიგოლ კოსტავა, პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები - ძმები იასონ და ლეო კერესელიძეები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics