19:01 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 17:33:52, 1647 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანი: თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები, სამარტოო საკანში გამოვსწორდი

"თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები, სამარტოვო საკანში გამოვსწორდი", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა განახლდა. დაცვის მხარე მირზა სუბელიანისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს, თუმცა პროკურატურა აღნიშნულ შუამდგომლობას არ იზიარებს. 

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული. 

შეგახსენებთ, რომ  ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება   მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics