06:59 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 11:41:32, 890 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო იალღუჯთან, კოჯორსა და ტაბახმელასთან 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ  მამულიშვილთა მემორიალი.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას - ჩვენი ახალგაზრდებისა, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპაციას. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან  ერთად, საკანონმდებლო ორგანოს ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics