|
2019-02-22 14:12:10, 1470 ნახვა
სამართალი
გალში, ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ.შ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.შ.-ს 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გ.წ.-სა და მის მეუღლე - ს.შ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული დ.შ. იმავე დღეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად გ.წ. ადგილზე, ხოლო ს.შ. საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. „დ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დ.შ.-ს დაკავება სომხეთის რესპუბლიკაში მოხდა. მისი საქართველოში ექსტრადირება 2018 წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)