06:57 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 12:20:09, 917 ნახვა

საზოგადოება
ბესელია: გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა

"ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სახით გააგრძელებს მუშაობას. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის თანამოაზრეების გადაწყვეტილებას დაელოდება და სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს გამართავს. 

"ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. დაველოდები, როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ ახლა რაც ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს მოხდება უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურ არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა პოლტიკურ ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნების მისაღწევად, იმისათვის, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს ერთიანი ფორმები. ჩვენ ვართ პარლამენტში და გვაქვს დეპუტატის მანდატები, რაც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ხალხის სახელით, გვექნება შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან. მას შემდრეგ როდესაც ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას, ხალხთან დათათბირების შემდეგ, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია "ქართული ოცნება" დატოვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics