06:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 17:53:07, 1172 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, I სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს ჩატარებული შეწამვლის ღონისძიებების შედეგები განიხილეს და ბზის მდგომარეობა შეაფასეს. ამასთანავე, შეხვედრის მონაწილეებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა  და  კომბინირებული ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, დარგობრივი საკითხების მოგვარების მიზნით, 7 სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელთაგან I სამუშაო ჯგუფის „ტყის აღდგენა და დაცვა“ მიზანს ტყის აღდგენის, გაშენებისა და მოვლის მხარდაჭერა, აგრეთვე,  ტყეების მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის მეთოდების შემუშავება წარმოადგენს. 

შეხვედრაში სამინისტროს სისტემაში შემავალი ტყის მართვის ორგანოების,  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აფხაზეთის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics