|
2019-02-21 15:09:18, 1073 ნახვა
საზოგადოება
სამადაშვილი: ივანიშვილს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო შეიქმნას
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოში სასამართლო სისტემის მართვა ჩარევით ხდება და ამაზე Freedom House-ის ანგარიშის მეტყველებს. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი სასამართლო სისტემას ძალაუფლების გასამყარებლად იყენებს. "რას ვაპირებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას საბოლოოდ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომლის გარეშეც ქვეყანაში ვერ იარსებებს ვერანაირი სხვა თავისუფლება და ვერ იარსებებს რაც მთავარია დემოკრატიული სისტემა. დღეს თქვენი მმართველობიდან 6 წლის შემდეგ, ახლა არ დაიწყოს არავინ ძახილი გასულ 9 წელიწადზე, 9 წელზე ძალიან ბევრი არ გიკლიათ რაც მართავთ ამ ქვეყანას, თქვენ მიიღეთ სასამართლო სისტემა, რომელსაც არ ენდობა არავინ, მათ შორის არც საერთაშორისო საზოგადოება. Freedom House-ის ანგარიშში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ჩარევით ხდება სასამართლო სისტემის მართვა საქართველოში. ბევრმა საერთაშორისო დონორმა დაიწყო განხილვა, რომ საერთოდ შეწყვიტოს დაფინანსება ამ რეფორმის. რეალურად არანაირი რეფორმა არ მიმდინარეობს. ბევრი ხელისუფლება და სხვადასხვა პოლიტიკური ძალიან კარგად იწყებს მოღვაწეობას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ცუდად აგრძელებენ, იმიტომ, რომ ძალაუფლების ხიბლში შედიან. 2012 წელს რომ დაიწყეთ სასამართლო რეფორმა, მერე მიხვდით, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, თურმე არ გაწყობთ ქვეყანაში არც დამოუკიდებელი სასამართლო არც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. ახლა არ არის საჭირო ხელის გაშვერა იმისკენ, თუ რა ხდებოდა 15 წლის წინ ქვეყანაში, რადგან 15 წლის წინ ადვოკატებს მოსამართლეებთან მიჰქონდათ ქრთამი გასანაწილებლად. ზოგიერთი ასეთი ადვოკატი საკანონმდებლო ორგანოში მორალს გვიკითხავს და ჭკუას გვარიგებს. გაიხსენონ რა სისტემაში მუშაობდნენ. გარკვეული რეფორმები გატარდა და ამ რეფორმების გაგრძელება იყო საჭირო და არა დაკონსერვება. იმ პოლიტიკურ გუნდს და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო. ის რაც ხდება დღეს "თიბისი ბანკთან" მიმართებაში არის ნათელი სიგნალი ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)