|
2019-02-21 12:14:46, 1416 ნახვა
სამართალი
შსს-მ ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ლ.ს. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან მოქალაქე დ.შ.-ს კუთვნილი 2620 აშშ დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლ.ს. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)