|
2019-02-20 14:30:17, 1663 ნახვა
სამართალი
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტულ ტერიტორიებზე ტრანში უკვე გათხრილი იყო, რაზეც დროული რეაგირება მოხდა. „მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას.ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა მსგავსი ფაქტები,რაც ძალიან მძიმეა დაპირადად ჩემთვისდა ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვაქვსფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ საძირკველის ჩასასხმელად ტრანშეები უკვე გათხრილი იყო. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო, რომ მსგავსი რამ არავის გამოუვა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად მიიტაცოს. აღნიშნული ტრანშეები უკვე შევსებულია და მიწა მოსწორებულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ უკანონო ფაქტებზე დროული რეაგირებისთვის თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „მინდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და მის ყველა თანამშრომელს, მადლობა გადაგიხადოთ დროული რეაგირებისთვის. გააგრძელეთ მუშაობა ამ მიმართულებით და ჩვენგან ყოველთვის მაქსიმალური თანადგომა გექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გამოიკვეთება ის კომპანია, რომელიც მსგავსი უკანონო ფაქტების აღკვეთის შემდეგ, შესაბამის სადემონტაჟო სამუშაოებს ჩაატარებს. „არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსინფორმაციას მივაწვდით და ამ უკანონობას ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს. ეს ადამიანები ამ ქმედებებით თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს უპირისპირდებიან. არის შემთხვევები, რომ პატარა სახლებიც აქვთ ჩადგმული და ჰგონიათ, ვინმე ამას დაუკანონებს. ისინი ძალიან ცდებიან. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს. თუ საჭირო იქნება სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება მოახდინეთ, კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. როგორც ვიცი, ტენდერი უახლოეს პერიოდში დასრულდება და მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც მსგავს სამუშაოებს შეასრულებს“, - განცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)