06:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 10:09:23, 861 ნახვა

საზოგადოება
მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მერიაში საკანონმდებლო ცვლილებებსა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას უკავშირებენ

თბილისის მერი და მერის მოადგილეები სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, ამ სფეროში არსებულ პრობლემებს თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანით - მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის სანქციების ათჯერ გაზრდით უპასუხა.

„დასაწყისისათვის ძალიან დიდი სანქციების დაკისრება მოგვიწია სამშენებლო კომპანიებისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში დინამიკა ბევრად გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, ამას სახელმწიფოს მხრიდან იძულების სახე არ უნდა ჰქონდეს. მშენებლები თვითონ უნდა იაზრებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობის დროს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის დაიწყო.

კანონპროექტი პარლამენტში დღე დღეზე დარეგისტრირდება. ეს კანონპროექტი ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს. ქალაქში მტვრის ნაწილაკების გაჩენისა და გავრცელების სერიოზული პრობლემაა და ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სწორედ მშენებლობებია. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული, მშენებლობის ობიექტებზე გამოყენებული იქნება სპეციალური ბადეები, ღიობების შეფუთვის მოთხოვნა იქნება დაყენებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მტვერი გარემოში არ გაიფანტოს. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კანონმდებლობა აქამდე ამ საკითხებს არ არეგულირებდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, მშენებლობების უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, განსაკუთრებული როლი ითამაშა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმამ.

„შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია და თუ 2017 წელს საზედამხედველო ფუნქციას ემსახურებოდა 140 ადამიანი, ახლა ემსახურება 350-მდე თანამშრომელი.  ყველაზე მთავარი არის ის, რომ ინსპექტირების ფუნქცია გაძლიერდა. ჩვენ ამით ვაიძულეთ მშენებლებს, რომ დაეცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. პირველ ეტაპზე ჯარიმები გაიზარდა და ჯარიმებისგან შემოსული თანხები დიდი იყო. ეს იყო გარდამტეხი ეტაპი. თავდაპირველად ვერ გაერკვნენ რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე მოხდა მათი ადაპტირება უსაფრთხოების ახალ წესებთან მიმართებაში და ძალიან მიხარია, რომ ვითარება გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდება ამ მიმართულებით სხვა სიახლეების შესახებაც.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics