06:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 16:45:25, 926 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სანერგე მეურნეობები სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩაერთვებიან

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, კვალიფიციურობის დადგენის მიზნით, კახეთის რეგიონში სანერგე მეურნეობები დაათვალიერეს. საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სანერგე მეურნეობა შეძლებს სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს. 

სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების  პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის სპეციალისტები საველე ინსპექტირებას ჩაატარებენ.  ლაბორატორიული ანალიზებისა (ვირუსები, ნიადაგი) და საველე ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.

სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის დადგენა 2017 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვალიფიციურობა 80-მდე სანერგეს აქვს მინიჭებული.

სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ არეგულირებს. აღნიშნული კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics