2019-02-18 19:43:58, 1180 ნახვა
საზოგადოება
19-22 თებერვალს, ღამის საათებში მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე - „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება - დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.
შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
(NS)
ავტორი: ,