2019-02-18 16:57:41, 1251 ნახვა
საზოგადოება
ისანში, ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა
ძლიერი ქარის შედეგად ისანში, „კარფურის“ ტერიტორიაზე ხე წაიქცა. მოგლეჯილი ხე ოთხ მანქანას დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათვივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ერთი სამაშველოეკიპაჟი იმყოფებოდა. ტერიტორია ამ დროისთვის უკვე გასუფთავებულია.
ავტორი: ,