2019-02-18 11:01:21, 900 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა
მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა. არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
ავტორი: ,