04:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 13:02:03, 1221 ნახვა

საზოგადოება
„მიმიფურთხებია მათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სინოდის წევრებს აკისრებს

ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოკვლევები უტარდება. 

რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.

„გამოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. მიზეზი ჰოსპიტალიზაციის გახდა ის, რომ მარჯვენა მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს. შესაბამისად, უკვე ეძებენ კერას, რისგან არის ეს გამოწვეული და რა შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რამდენი ხანი დარჩება კლინიკაში. ინტენსიურში არის, მე მასაც ვესაუბრე და არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზუსტად 2 წლის უკან ამ რიცხვში, როდესაც კლინიკაში მოიყვანეს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი მომხდარზე პასუხისმგებლობას წმინდა სინოდის წევრებს აკისრებს.

"მისი სულიერი მდგომარეობა, ამდენი ხანი რომ ზიარებას ითხოვს და არც აზიარეს და არაფრად არ ჩააგდეს, წმინდა სინოდის წევრების უმრავლესობა, ვინც არიან, მაგათ ნამუსზე იყოს და მაგათ მოეკითხოთ ცოდვები. როგორ გიორგი მამალაძეც მიიყვანეს, მაგათ ღირსებაზე იყოს, თუ გააჩნიათ, მიმიფურთხებია მათი ღირსებისთვის“, - განაცხადა რამიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics