04:37 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 11:20:14, 1022 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში სანიტარიული ჭრებიკერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქისმუნიციპალურ საზღვრებში არსებული  დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედმიმდინარეობს. პარალელურად კი, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია  ,,BD Property“, ასათიანის ქუჩაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიჭვების სანიტარიულ ჭრას განახორციელებს და მათ მოგვიანებით ახალი ნარგავებით ჩაანაცვლებს.

ასათიანის ქუჩაზე, დღეს,გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძედა კომპანია ,,BD Property-ს“ წარმომადგენლებიიმყოფებოდნენ.

გიგა გიგაშვილის თქმით, კომპანია ,,BD Property“ იმ მემორანდუმის ფარგლებში მოქმედებს, რომლითაც კერძო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება, სანიტარიული ჭრები და ჩანაცვლების სამუშაოები განახორციელონ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

„ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორმა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მოჭრას დაავადებული ფიჭვები კერძო ტერიტორიაზე და თავისივე ფინანსური რესურსით ჩაანაცვლოს ისინი ახალი ხე-მცენარეებით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა კერძო მესაკუთრეს, რომ შეუერთდნენ მემორანდუმს და ერთობლივი ძალებით, მოვაგვაროთ ეს მწვავე პრობლემა, რომელიც დედაქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ვახტანგ ნოზაძის განცხადებით, მიმდინარე კვირა საბურთალოს რაიონში არსებული დაავადებული ხეების ჭრას დაეთმო, ვინაიდან მოქალაქეების მომართვიანობა მაღალია.

„მადლობას ვუხდი მოქალაქეებს მაღალი ჩართულობისთვის. ამასთანავე, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ მიერ მოჭრილი თითოეული ხე იქნება აღრიცხული დაეს ინფორმაცია მიეწოდება თბილისის მერიას, იმისთვის, რომ გაზაფხულზე ამ ტერიტორიებზე აღდგენითი ღონისძიებები დაიწყოს“, - განმარტა შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა.

დედაქალაქის მერიამ, მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა  2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics