04:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 10:11:57, 985 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ქობულიამ ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ დაათვალიერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო"-ს ეწვია და წარმოების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო. გიორგი ქობულია საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა, საუბარი კომპანიის სამომავლო გეგმებს, მისი განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო" 2017 წლის თებერვალში დაარსდა, ის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს. კომპანიამ  14 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და 2017 წლის დეკემბერში  პროდუქციის გამოშვება დაიწყო. საწარმოში ამჟამად დამატებით ინვესტირებულია 5 მილიონი ევრო და დასაქმებულია  საქართველოს 110 მოქალაქე.

საწარმო 250000 წყლის ელექტროგამაცხელებელს აწარმოებს, როგორც ეკონომიკის მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის საუბრისას  აღინიშნა, კომპანია 2019 წლის სექტემბრიდან  პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს. ამასთან, „ატლანტიკ საქართველო" უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშ"-თან ერთად იწყებს წარმოებას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს რეგიონებში ასეთი წარმატებული საწარმოები ფუნქციონირებს. „ატლანტიკ საქართველო" კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი.  რეგიონებში ბიზნესსექტორის განვითარება  ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი პირობაა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics