2019-02-14 15:38:15, 1086 ნახვა
საზოგადოება
ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის კლინიკა დატოვა
ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის სახელობის კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი ასევე ჩხუბში მონაწილე მეორე პირი. მედიკოსების განმარტებით, დაზიანებები ორივე პაციენტს ძირითადად სახის მიდამოებში ჰქონდათ.
ცნობისთვის, ციხის კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაპირისპირებაში მონაწილე პირთა ვინაობა დადგენილია. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ,