2019-02-14 14:41:04, 968 ნახვა
საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართი, რომლის ფართობიც 200-250 კვ. მ. შეადგენს.
სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევის მიზეზი უცნობია.
ავტორი: ,