2019-02-13 15:48:40, 937 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: 3 მარტს იტალიაში ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას [ვიდეო]
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტალიაში ქართველ ემიგრანტებთან მორიგ შეხვედრას აანონსებს.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, შეხვედრა 3 მარტს შედგება.
"3 მარტს იტალიაში ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ უკვე განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ და იქ მართლა გამოვიყვანთ ჩვენი ემიგრაციის ვარსკვლავებს. იქ მათ ვალაპარაკებ და მე აღარ ვილაპარაკებ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ,