02:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 11:46:12, 874 ნახვა

საზოგადოება
საქართველო 2019 წლის 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine საქართველო საუკეთესო 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

სიაში საქართველოს გარდა არიან: იაპონია, უზბეკეთი, მალდივები, აზორის კუნძულები, ირანი, შრი ლანკა, რუანდა, გერმანია, ჰონკ კონგი, პანამა, ყატარი, დანია, კოლუმბია, ბულგარეთი, ეგვიპტე, პუერტო რიკო, ეთიოპია და კანადა. 

"სად და რატომ უნდა ვიმოგზაუროთ 2019 წელს?! ჩვენ შევარჩიეთ ის ქვეყნები, სადაც წელს საიუბილეო დღესასწაულები აღინიშნება და საინტერესო ღონისძიებები იმართება. ჩვენს სიაში მოხვდნენ ახალი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტული მიმართულებები, სახელმწიფოები გამორჩეული კულტურით და ხელოვნებით. 2019 წელს ამ ქვეყნებში სხვვადასხვა სახის სიახლეებია დაგეგმილი და სანამ ისინი მეინსტრიმად იქცა, ისინი აუცილებლად უნდა მოინახულოთ", - წერს სტატიის ავტორი ბეთანი სილკოქსი. 

სტატიაში აღწერილია, როგორ თბილისი, ასევე ბაკურიანი და ქვეყნის სხვადასხვა საინტერესო ადგილები. 

"არასდროს არ არის ცუდი დრო საქართველოსთვის მონახულებისთვის, თუმცა 2019 წელი გვპირდება განსაკუთრებულ ღონისძიებებს. BBC 1 გადაიღებს ისტორიულ დრამას საქართველოში, რომლის მთავარი პერსონაში ცხოვრობდა ფოთში და გარდაიცვალა ქუთაისში. მოგზაურობა ასევე შეგიძლიათ თბილისის მოდის კვრეულს დაამთხვიოთ, რომელიც აპრილსა და ოქტომბერში იმართება. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს, ღონისძიება ივლისშია დაგეგმილი. ოქტომბერში კი დაესწროთ ცნობილი ბრიტანელი მრბოლელის, ფორმულა 1-ის ქალი-პილოტის ზოი უითექერის შოუს, რომელიც ბათუმიდან ბაქომდე კლასიკური ავტომობილების რალს გამართავს", - წერს Contemporary Class Magazine. 

ჟურნალის მეორე სტატია კი დაბა სტეფანწმინდას ეძღვნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics