2019-02-12 17:36:56, 872 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი 13 წლის ბავშვის მკვლელობას ეხმაურება და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს
სახალხო დამცველი ეხმიანება 13 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რადგან მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პრობლემებს უკავშირდება.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის", ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, განხორციელდა დაწესებულებაში ვიზიტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად.
ავტორი: ,