|
2019-02-08 13:28:20, 924 ნახვა
საზოგადოება
ინაშვილი - საზოგადოებაში უნდა გავაჩინოთ რწმენა, რომ ქართულ დიპლომს აქვს წონა
„საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორედ გამოცდაა ცოდნის შემოწმების უალტერნტივო საშუალება და მე ვერცერთი პრეცენდენტი და მაგალითი ვერ ვიპოვე, რომ გამოცდების გაუქმებით ხდება განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც მან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მიმართა, გამოცდების გაუქმებით მოსწავლეებს საგნებისადმი ინტერესი ეკარგებათ, რაც ამავდროულად, მათ პასუხისმგებლობის უნარს აკნინებს. „ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი რეფორმა, რომელიც მოგვცემს კონკრეტულს შედეგს, რომელიც გააჩენს რწმენა საზოგადოებაში, რომ ქართულ დიპლომს აქვს წონა და რომ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები აძლევს ჩვენს შვილებს სათანადო ცოდნას. თუმცა გულახდილად მინდა გითხრათ, იმის მიუხედავად, რომ მოვისმინე თქვენი ახსნა განმარტებები, ბატონო მინისტრო, ჩემთვის მაინც აუხსნელი და გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს მთელი რიგი პოზიტიური გარდატეხების შეტანა განათლების სისტემაში, თუ ჩვენ მივდივართ სასკოლო-საატესტატო გამოცდების გაუქმების გზით. მე ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორედ გამოცდაა ცოდნის შემოწმების უალტერნტივო საშუალება და მე ვერცერთი პრეცენდენტი და მაგალითი ვერ ვიპოვე, რომ გამოცდების გაუქმებით ხდება განათლების ხარისხის გაუმჯობესება. გამოცდების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს ეკარგება სტიმული, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, სკოლის, ოჯახისადმი და მართალია, რომ ეს პირველ ეტაპზე ბევრს უხარია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დადგება მეორე ეტაპი, როცა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სასიხარულო არაფერია იმაში, რომ სასკოლო-საატესტატო გამოცდები გაუქმდა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ გამოცდების გაუქმებით, მთელი რიგი საგნებისადმი მოსწავლეების ინტრესი პრაქტიკულად კვდება, მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება დამუშავდა ვიწრო წრეში, ამას არ მოჰყოლია საჯარო განხილვა, საჯარო დებატები და უცბად ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე რომ გაუქმდა გამოცდები, რაც მიმაჩნია რომ არასწორი და დაუშვებელი და რაც აკნინებს პარლამენტის როლს და ფუნქციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ გადაწყვეტილების განხილვის პროცესში“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)