01:17 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 10:55:36, 1021 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილმა იმ წერილის შინაარსზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის სკოლაში შემოწმებები ჩატარდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებზე და მათ გამოსწორებაზე ისაუბრა.    

მინისტრის თქმით, 2018 წლის 21 დეკემბერს, ზუგდიდის მე-6 სკოლამ გამოვლენილ დარღვევებზე განხორციელებული ქმედებების და მათი გამოსწორების შესახებ სამინისტროში წარმოადგინა ანგარიში, სადაც მითითებულია რომ დარღვევებზე გატარებულია  ღონისძიებები და უმეტესობა აღმოფხვრილია.

„მე მხოლოდ რამდენიმე ძირითად დარღვევაზე მითითებულ ინფორმაციას წარმოგიდგენთ, სრულად ამ წერილს შეგიძლიათ თავად გაეცნოთ: მაგალითად, სკოლის ფართები გაცემულია იყო ისე, რომ არ იყო გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და არც რაიმე გადასახადია გადახდილი;  ამას მოყვა სკოლის რეაგირება - ფართები გაიცა იჯარის წესით კანონის შესაბამისად. მოსწავლეებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში იყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სიბინძურე და ანტისანიტარია, არ იყო აღჭურვილი არ იყო დამონტაჟებული შიდა გაყვანილობა. განსხვავებით სკოლის პერსონალისათვის განკუთვნილი სველი წერტილებისაგან. ამაზეც მოხდა რეაგირება - სკოლის სარგებლობაში არსებული სველი წერტილები მთლიანად დასუფთავებულია და ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები, შეტანილია საპონი და ქაღალდი, დაყენებულია ჩამრეცხები და განთავსებულია ურნები, ხელსაბანი ნიჟარები დასუფთავებულია და  შეკეთებულია,  ასევე მოყვანილია წესრიგში წყლის ავზი.

გამოვლენილი დარღვევა - სკოლის მიერ ერთი კლასიფიკატორის კოდზე სამი  შესყიდვაა განხორციელებული, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ისე, რომ სკოლას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და შესყიდულია 5000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, რითიც დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების კანონით დადგენილი  მონეტარული ზღვარი;

გამოვლენილი დარღვევა - სკოლის დირექტორი ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვებს პირებისგან, რომლებთანაც იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში. არცერთ შემთხვევაში არ არის შედგენილი  დოკუმენტი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ; გამოვლენილი დარღვევა - სკოლის მიერ სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული უმეტესი ხელშეკრულებები არ შეიცავს კანონით და ნორმატიული აქტებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს; 

სკოლის რეაგირება -  შესყიდვებში სრულად იქნება გათვალისწინებული შენიშვნები. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლის ბუღალტერი გაივლის შესაბამის ტრენინგებს, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ შესაბამის ოქმების კეთება დაწყებულია 2018 წლის დეკემბრის თვიდან. გამოვლენილი დარღვევა -  სკოლამ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლითაც შეიმცირა დასაბეგრი მოგება.

სკოლის რეაგირება -  დეკლარაციები დაზუსტებულია, შესაბამისი თანხები გადახდილია ბიუჯეტში.

გამოვლენილი დარღვევა -  სკოლის დირექტორის  ბრძანებებით 2016 და 2017 წელს შეიქმნა სკოლის ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების საინვენტარიზაციო კომისიები - თუმცა სკოლაში ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

სკოლის რეაგირება - სკოლაში დაწყებულია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, გამოვლენილია ზედმეტობა, მიმდინარეობს შედარებები საბუღალტრო მონაცემებთან.

რეალურად, სკოლის შემოწმების, აუდიტის დასკვნის, სამეურვეო საბჭოს განხილვის შედეგად, სკოლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, სკოლამ მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება.

ამ და სხვა გარემოებებზე დაუყოვნებელი რეაგირების გადადება ან არ ჩატარება ჩვენი მხრიდან იქნებოდა არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ დანაშაული ჩვენი შვილების, მშობლებისა და საზოგადოების წინაშე. ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც ათეულობით სხვა შემთხვევაში მანამდე, და მომავალშიც ასე მოვიქცევით, რადგან, ვიმეორებ, ღრმად გვწამს - ამას გვავალდებულებს მომავალი თაობების ინტერესები“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics