2019-02-07 13:14:14, 1002 ნახვა
საზოგადოება
მარჯანიშვილის თეატრში გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
თეატრში მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები, ასევე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.
ცოტა ხნის წინ გურანდა გაბუნიას ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიუსამძიმრა.
სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, მსახიობს დიდუბის პანთეონში, მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.
გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იგი ასევე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი. მას 20-მდე ქართულ ფილმში სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული.
ავტორი: ,