07:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 13:33:36, 1029 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ - მეზობლის დაუდევრობით კორპუსის მცხოვრებლები საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობლის დაუდევრობის გამო, თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კოპმანიის ცნობით, წუხელ, გვიან ღამით წერეთლის გამზირის #7-დან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. შენობაში გაზის მძაფრი სუნი იდგა.

„გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს. აპარატურის საშუალებით დადგინდა, რომ გაზის სუნი ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან მოდიოდა, სადაც არავინ ცხოვრობდა. მეპატრონის ადგილზე მისვლის შემდეგ ბინაში შესულ სპეციალისტებს ღია მდგომარეობაში დატოვებული რეზინის მილი დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს ადგილზე გადაღებულ ფოტოებს და მოსახლეობას მოუწოდებს - გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან მობინადრეები მსგავსი დაუდევრობითა და უყურადღებობით დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს. ასევე, ნუ მოიხმართ საშიშ და აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს. მსგავსი გაზდანადგარები საშიშია!“, - აცხადებენ „ყაზტრანსგაზში“.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics