2019-02-04 12:52:18, 1263 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
"7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვალს +16 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ,