2019-02-04 11:26:19, 993 ნახვა
საზოგადოება
მურუსიძე და თავმოკვეთილი თემიდა - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან პლაკატები გააკრეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო სურათები გააკრეს.
პლაკატზე მოსამართლე ლევან მურუსიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თავმოკვეთილი თემიდაა გამოსახული.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გააკრა პლაკატები, თუმცა ისინი უკვე ჩამოხსნეს. აღსანიშნავია, რომ დღეს საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა ის რამდენიმე წევრის დაუსწრებლობის გამო გადაიდო.
ავტორი: ,