22:18 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 13:51:33, 1024 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თადუმაძე მას შეხვედრას დაპირდა, თუმცა მისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 

“იმის გამო, რომ მთავარი პროკურორისგან პასუხი ვერ მივიღეთ, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ მასმედიის საშუალებით მივმართოთ მას. 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად, იმედია არ დაგვემალება, შეგვხდება და გაგვცემს კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაშია დაგროვილი. არა მხოლოდ ძირითად – ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე, არამედ გარკვეულ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. თადუმაძე პირველი შეხვედრისთანავე დაგვპირდა, რომ 2 კვირის ვადაში დეტალურად შეისწავლიდა საქმეს და შეგვხვდებოდა, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე არ შეგვხვდა და მოგვატყუა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ  “მთავარში”.  

სარალიძეს სურს, შეხვედრაში მონაწილეობა პროკურორის მოადგილემ და იმ პროკურორებმაც მიიღონ, რომლებიც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეს წარმართავდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics