22:15 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 13:21:55, 911 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, დოლფ ლუნდგრენი სარეკლამო რგოლში მიიღებს მონაწილეობას

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, საქართველოს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი  ეწვია. ქართველი  მაყურებელისთვის  დოლფ ლუნდგრენი ყველაზე მეტად მოკრივე ივან დრაგოს როლის („როკი IV“) შესრულებით არის ცნობილი. 

დოლფ ლუნდგრენი ვიკინგების სამეფო ლუდის,  „რაგნარის“ ,სარეკლამო რგოლში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში საპატიო ადგილს იკავებს.
შვედი მსახიობის ვიზიტი საქართველოში სულ ოთხ დღეს გასტანს . საქმიანი ვიზიტის პარალელურად დოლფ ლუნდგრენი   ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნობა.

„დოლფ ლუნდგრენი ჩვენი კომპანიის სარეკლამო საკომუნიკაციო გეგმაში მონაწილეობს. ეს მსახიობის პირველი ვიზიტია საქართველოში.  როდესაც მან ჩვენი სამეფო ლუდი „რაგნარი“ პირველად დააგემოვნა განაცხადა, რომ ის  „იდეალურზე უკეთესია“-, ამბობს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.

მსახიობი უკვე იმყოფებოდა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა კომპანიაში მიმდინარე წარმოების  პროცესს ადგილზე  გაცნობოდა. ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“  ლუდი  „რაგნარის“ სარეკლამო რგოლის გადაღება კომპანია „იდეა ფიქსს“ მიანდო . კომპანიას მასთან მუშაობის ხანგძლივი გამოცდილება აქვს. 

რეკლამას  ფართო საზოგადოება  ივნისის ბოლომდე იხილავს.  ს.ს „ქართული ლუდის კომპანიაში“ იმედოვნებენ,  რომ „რაგნარისა“ და დოლფ ლუნდგრენის ერთობლივი პროექტი წარმატებული  აღმოჩნდება. 

როგორც ცნობილია  "რაგნარი“ ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებლად თავისი ლეგენდარული გემით 2018 წლის მარტში გამოჩნდა. ლუდი თავისი გემოვნური თვისებებით  ნამდვილ ვიკინგურ ხასიათს  ატარებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქართული პროდუქციის რეკლამირებაში ჰოლივუდის მსახიობი იღებს მონაწილეობას. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics