2019-01-31 18:33:55, 1018 ნახვა
საზოგადოება
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდი ტრაგედია დაატყდა ჩვენს ქალაქს, 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბუნებრივი აირის გაჟონვას. ფრაქციის წევრები ვუსამძიმრებთ თითოეული მათგანის ოჯახსა და ახლობლებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება“, - ნათქვამია ფრაქციის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ,