2019-01-30 15:47:36, 1270 ნახვა
საზოგადოება
ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ, ისინი პატრიარქმა დალოცა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველო მოადგილის თქმით, პატრიარქმა ძიუდოისტები შეარიგა.
ამასთან, მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებაა უკვე ამოწურულია.
„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ იქნება, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
საპატრიარქოში ძიუდოისტები, მწვრთნლები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.
ავტორი: ,