06:41 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 16:03:24, 1182 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში სამი ახალი სკვერი მოეწყო. გლდანის ხევის N3-N3 ა,  N1-1 ა და   მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინვენტარი განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი მოედნები.

ამასთან, სკვერის  ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა, მოეწყო განათებისა და წყლის სისტემები. სამივე სკვერში დაითესა ბალახი, N3-3ა და N23-24 კორპუსთან კი, ახლადმოწყობილ სკვერში ხე-მცენარეები დაირგო.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან, შალვა ოგბაიძესთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„გლდანის რაიონს კიდევ სამი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. სკვერებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად დაისვენოს. მსგავსი სივრცეების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სხვადასხვა მისამართზე წელსაც არაერთ სკვერს მოვაწყობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics