20:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 13:29:27, 3169 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ჯაში: განათლების მინისტრმა წარმოადგინა ხედვა და არა გადაწყვტილებები - დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული ხედვები და არა უკვე მიღებული გადაწყვეტილებები.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში დამატებითი განხილვები ჩატარდება.

„გუშინ, პრეზიენტაციამდე მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან (მიხეილ ბატიაშვილი), გუშინდელი პრეზიენტაცია იყო ხედვის წარმოდგენა, თუ როგორ ხედავენ საგამოცდო სისტემის რეფორმას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბოლოო გადაწყვეტილებები არ არის მიღებული და მითუმეტეს, ზოგადი განათლების კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს დამატებით ცვლილებებს და შესაბამისად, ჩვენ  აუცილებლად გვექნება პარლამენტის შესაბამის კომიტეტში დამატებითი განხილვები, რომელსაც დაესწრება ბატონი მინისტრი, მოადგილეები და სსიპ-ის ხელმძღვანელები. ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ შემოთავაზებულ ცვლილებეზე. რამდენადაც მოლოდინი უკვე შეიქმნა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია და მიწოდება საზოგადოების მიმართ მოხდა არა შესაბამისად. აქ იყო საუბარი ხედვაზე და არა გადაწყვეტილებეზე. მე დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია პოზიტიურად შევაფასო რამდენიმე ხედვა, ზოგადი უნარების სავალდებულო საგნიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენადაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ საგანში, შესაბამისად, ჩვენ წლების მანძილზე გვქონდა პირობები რომ აბიტურიენტები და მშობლები იძულებულნი იყვნენ მიემართათ კერძო მასწავლებისთვის, რაც ძალიან შესაძლოა ძალიან ბევრი ოჯახისთვის არ ყოფილიყო ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამდენად ამ გადაწყვეტილებას მე მაინც პოზიტიურად შევაფასებდი. ზოგადი უარები რჩება არჩევით საგნებში და ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია გამოიყენოს არჩევითი გამოცდა. 

რაც შეეხება, სხვა ცვლილებებს, მეც ვფიქრობ, რომ თუკი ხდება მე-11 კლასის გამოცდების გაუქმება, ჩვენ არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12 კლასის მოსწავლეებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ დამატებითი კონსულტაციები იქნება საჭირო“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics