20:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 13:03:57, 836 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში ბიზნეს სექტორიც ჩაერთვება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წელს თბილისის ისტორიულ არეალში ორი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება, - ამის შესახებ მან 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.  

„ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2020 წელს დასრულდება. თქვენ იცით, ჩვენი მიდგომები ძველ თბილისთან დაკავშირებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს ქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და ამ ყველაფერს მოწესრიგება, რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ორბელიანის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, გუდიაშვილის კი - მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 50 000 000 ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი შექმნის ახალ ფართებს, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო იქნება.

„ფიროსმანის ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ძალიან მძიმე და ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. საკმაოდ საინტერესო პროექტია და დარწმუნებული ვარ, აქ ბიზნესიც იქნება ჩართული. უახლოეს მომავალში ამ პროექტს ბიზნეს სექტორსაც წარვუდგენთ, რომ მათი თანამონაწილეობაც იყოს, რადგან ახალი ფართები, რაც შესაძლებელია შეიქმნას ამ პროექტით, ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ისტორიულ არეალში განხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გუდიაშვილი-ფურცელაძის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გუდიაშვილის ქუჩა საფეხმავლო გზით  ქაშვეთის ეკლესიას დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტისთვის 45 000 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics